კახეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

22-09-2020, 22:19

761 - ჯერ



კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული შუახნის ქალია, რომელიც ლაგოდეხში არსებული კლასტერის კონტაქტის კონტაქტია. პაციენტი მკურნალობას თბილისის ერთ- ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში გადის. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ამ დრომდე მუშაობს საველე სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება უტარდებათ. მასობრივ თერმოსკრინინგს გადის მოსახლეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშიც.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები