კახეთის რეგიონში 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთის რეგიონში 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

26-09-2020, 08:23

457 - ჯერ



25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 123 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. დღეის მდგომარეობით მოსავალი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი ჯამში 172 მლნ ლარს აღწევს. მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები