გურჯაანში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა

გურჯაანში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა

30-09-2020, 14:15

866 - ჯერ



ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 აპრილის, აღმაშენებლის, სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ „გზამშენი 15“ შეასრულა და სულ 385 325 ლარი დაიხარჯა. პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. ჯამური ღირებულება 935 000 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები