კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ველისციხეში- დაინფიცირდა 14 წლის სკოლის მოსწავლე

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ველისციხეში- დაინფიცირდა 14 წლის სკოლის მოსწავლე

6-10-2020, 09:47

650 - ჯერ



სოფელ ველისციხეში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის არის 14 წლის მოზარდი. ის მეცხრე კლასის მოსწავლეა და კორონავირუსის დადასტურების გამო, მთელი კლასი, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. მეცხრე კლასის სხვა მოსწავლეებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ჯერჯერობით, არ აღენიშნებათ. დღეს დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. სკოლას ჩაუტარდა დეზინფექცია. ამჯერადაც კახეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამსახურის ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი, არ აკეთებს კომენტარს და მედიას არ გვაქვს ინფორმაცია, როგორი ეპიდსიტუაციაა რეგიონში, ტარდება თუ არა ტესტირება და რამდენი ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები