სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი შესაძლოა, კარანტინის ზონად გამოცხადდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი შესაძლოა, კარანტინის ზონად გამოცხადდეს

8-10-2020, 11:59

665 - ჯერ



სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი შესაძლოა, კარანტინის ზონად გამოცხადდეს. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცია, რომელსაც თითქმის ყველა თანასოფლელთან ჰქონდა შეხება. კარანტინის ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახურები დღის ბოლომდე მიიღებენ. პაციენტის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. ეპიდემიოლოგებმა სოფლის ყველა მაცხოვრებელს ანალიზი აუღეს და პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 73-ე შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები