3 ულამაზესი ადგილი ლაგოდეხში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

3 ულამაზესი  ადგილი ლაგოდეხში, რომელიც  აუცილებლად  უნდა ნახოთ

9-10-2020, 01:22

429 - ჯერ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, ალაზნის ვაკეზე მდებარეობს. ლაგოდეხი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით.აქ ბევრი განსაკუთრებული და თვალწარმტაცი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. თითოეული მათგანი გაგაოცებთ თავისებური სილამაზით, ბუნებრიობითა თუ ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით.
ლაგოდეხის ხსენებაზე ყველას თავდაპირველად ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ახსენდება. მოულოდნელობებით აღსავსე ნაკრძალი, რომელიც ტყისა და ალპური საძოვრებისგან შედგება,კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს.1912 წელს ლუდვიკ მლოკოსიევიჩს, პოლონელ ბუნებისმეტყველს დაუარსებია. დასერილი რელიეფი, დაქანებული ფერდობები, ხევები და მდინარეები განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს ფლორის მრავალფეროვნებას.ნაკრძალში სხვადასხვა სახეობის ხეა, მათ შორის: კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი. აქ გაგაოცებთყვავილოვან მცენარეთა ნაირსახეობა.ნაკრძალში ბინადრობს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი და სხვა. ფრინველებიდან აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი და მგალობელი ფრინველები. ნაკრძალშივე მდებარეობს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი და მაღალმთის მეტეოროლოგიური სადგური.აქვე შეგიძლიათ შრომის ხეობის ულამაზესი ჩანჩქერის ყურებითაც დატკბეთ, რომელიც როჭოს ჩანჩქერის სახელითაცაა ცნობილი.
მეორე ღირშესანიშნავი ადგილი ლაგოდეხში შავი კლდეების ტბაა, რომელსაც გრძელ ტბასაც ეძახიან. მას მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში თუ ესტუმრებით, რადგან მისი მდებარეობის გამო ტბასთანა ასვლა რთულია. ეს გამოცდილ მოლაშქრეებსაც უჭირთ, რადგან საფეხმავლო ბილიკი ზღვის დონიდან 500 მეტრზე იწყება და 3000 მეტრამდე ადის.სირთულის მიუხედავად, ტბისაკენ მიმავალ ბილიკზე შეგიძლიათ დატკბეთ ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. კიდევ უფრო საინტერესო იქნება თქვენი მოგზაურობა, თუ ცხენით დააპირებთ წასვლას. შავი კლდეების ტბა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ბუნებრივ საზღვარს ქმნის საქართველოსა და რუსეთს შორის.
ლაგოდეხის ღირსშესანიშნავ ადგილებზე საუბრისას არ შეიძლება, რომ არ გაგვახსენდეს ნინოს ხევის (გურგენიანის)ჩანჩქერი. 40 მეტრის სიმაღლის ულამაზესი ჩანჩქერი მდინარე ნინოსხევზე, სოფელ გურგენიანთან მდებარეობს.მის მოსანახულებლად ყველაზე კარგი პერიოდი გაზაფხული და ზაფხულია, რადგან ამ დროს ბუნება განსაკუთრებით ლამაზია. ჩანჩქერისკენ მიმავალი გზა მოულოდნელობებითაა სავსე. გზად შეხვდებით ისეთი იშვიათი ჯიშის ყვავილებს, როგორიცაა: ლაგოდეხის ნაღველა, ლაგოდეხის თეთრყვავილა, წაბლა, ქართულიმუხა, ლაფანი, იულიას ფურუსულა. უზარმაზარი სველი და ხავსიანი ლოდები, ზოგჯერ კი კალაპოტიდან გადმოსული მდინარის გადალახვა, სასიამოვნო სიო ამაღელვებელი და გასაოცარია. ბოლოს კი თვალწინ გადაგეშლებათ გასაოცარი სანახაობა -ულამაზესი ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც არემარეს იპყრობს.
ეს მცირედი ჩამონათვალია იმ განსაკუთრებული ადგილებისა, რომლებიც ლაგოდეხში მდებარეობს და თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

მასალის ავტორი:მერი სამაკაშვილიскачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები