საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

9-10-2020, 11:27

495 - ჯერ



საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აქედან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა. რაც შეეხება კახეთს, რეგიონში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 5866, გარდაიცვალა - 72, კარანტინის რეჟიმში - 5574, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 იმყოფება, კოვიდ სასტუმროში კი 1338 ადამიანია.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები