კახეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13-10-2020, 11:40

779 - ჯერ



კახეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდ 19, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ზარს არ უპასუხა. დღევანდელი მონაცემებით, სულ საქართველოში 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 207 აჭარაში, 168 კი თბილისში.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები