გურჯაანში პარტია ,,ლელო“ პლაკატების დაზიანებაში ,,ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს

გურჯაანში პარტია ,,ლელო“ პლაკატების დაზიანებაში ,,ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს

14-10-2020, 08:27

724 - ჯერ



გურჯაანში ლელო-საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადის სააგიტაციო მასალა კიდევ დააზიანეს. გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წუხელ, 13 ოქტომბერს იგი კარდენახიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც შენიშნა, რომ თავისუფლების ქუჩაზე დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები დაზიანებული იყო, გარე განათება კი გამორთული. გიორგი ედიშერაშვილი აცხადებს, რომ მან ორი პიროვნება შენიშნა ,ვინც სააგიტაციო მასალას ანადგურებდა. ასევე დაინახა, რომ ისინი გურჯაანის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ვალერი შოშიაშვილის ავტომანქანაში ისხდნენ. ვალერი შოშიაშვილმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ არასერიოზულ საკითხებზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება სერგი შახნაზაროვს, ის სამუშაო საათებში სამსახურში არ დაგვხვდა, ტელეფონი კი გამორთული ჰქონდა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები