ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით - მარინა ენდელაძე

ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით - მარინა ენდელაძე

15-10-2020, 11:53

115 - ჯერ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს პირბადე არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ქუჩაშიც ატარონ.
„კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები