კორონავირუსით დაინფიცირებულ ძირკოკელ ქალს ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

კორონავირუსით დაინფიცირებულ ძირკოკელ ქალს ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

16-10-2020, 09:30

871 - ჯერ

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში შუახნის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. მან საავადმყოფოს გუშინ, 14 ოქტომბერს ტემპერატურითა და საერთო სისუსტის სიმპტომით მიმართა. მედიკოსებმა ეჭვი კორონავირუსზე მიიტანეს და ნიმუში აუღეს. დღეს პასუხი დადებითი მოვიდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული ქალი სოფელ ძირკოკში ცხოვრობს. იგი ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად მუშაობს. ინფიცირების წყარო უცნობია. ეპიდემიოლოგებმა სოფელში კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონს ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. იგი კოვიდ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები