გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა-პროექტზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა

გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა-პროექტზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა

16-10-2020, 13:51

468 - ჯერ

გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის ინფორმაციით, იგეგმება პერსონალის დატრენინგება. გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით აშენდა. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ უამრავი სიახლე ტექრნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებით, რაც ახალგაზრდების განვითარებასა და ინტერესების ზრდას შეუწყობს ხელს. ტექნოპარკი მათ საშუალებას მისცემს ინოვაციური იდეები შეიმუშაონ და შემდეგ განახორციელონ. პროექტზე, მთლიანობაში, 3 მილიონ ლარი დაიხარჯა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები