ახტალაზე ქვევრის ფორმის სასტუმროს მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება

ახტალაზე  ქვევრის ფორმის  სასტუმროს მშენებლობა  ნოემბრიდან დაიწყება

16-10-2020, 14:15

202 - ჯერ

გურჯაანში კურორტ ახტალაზე სამშენებლო სამუშაოები ნოემბრიდან დაიწყება. რუსთაველის ქუჩის მხარეს დაგეგმილია 8 სართულიანი ქვევრის ფორმის სასტუმროს აშენება, რომლის პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები განთავსდება. ასევე აშენდება ორი ახალი შენობა, ყოფილი კინო-კლუბისა და ნომერ პირველი კორპუსის ადგილას. ახტალის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, ორ წელში დასრულდება. მსოფლიოში სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი 2018 წელს შპს "გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ" 3 760 000 ლარად იყიდა. საპრივატიზებო პირობის მიხედვით, ინვესტორმა ახტალის ტერიტორიაზე მინიმუმ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები