გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა

გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა

17-10-2020, 10:11

1052 - ჯერ



გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე ბოლო კოსმეტიკური სამუშაოები და შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის ინფორმაციით, იგეგმება პერსონალის დატრენინგება. გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით აშენდა. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ უამარავი სიახლე ტექრნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებით, რაც ახალგაზრდების განვითარებასა და ინტერესების ზრდას შეუწყობს ხელს. ტექნოპარკი ასევე მათ საშუალებას მისცემს ინოვაციური იდეები შეიმუშაონ და შემდეგ განახორციელონ. პროექტზე, მთლიანობაში, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები