თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი შენდება

თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი შენდება

22-10-2020, 09:11

470 - ჯერ



ქალაქ თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 1 მლნ. ლარზე მეტია. მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება და თელავს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება. პირველ ეტაპზე თელავს 10 ახალი ავტობუსი გადაეცემა, რომელიც ქალაქში იმოძრავებს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები