ინოვაციური სასწავლო პროგრამები და უწყვეტი განათლების შესაძლებლობა სტუდენტებს BTU–სგან

ინოვაციური სასწავლო პროგრამები და უწყვეტი განათლების შესაძლებლობა სტუდენტებს BTU–სგან

15-02-2021, 22:54

787 - ჯერ



სტანდარტული განათლება და თეორიული ცოდნა 21–ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად საკმარისი აღარაა. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტები მუდმივად ქმნიან და აუმჯობესებენ სასწავლო პროგრამებს, სტუდენტებს სთავაზობენ განათლებას, რომელიც თანამედროვეობის გამოწვევებს პასუხობს და მუდმივად ატარებენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელთა საშუალებითაც სტუდენტები უახლესი ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ იღებენ ინფორმაციას. ასეთია თანამედროვე ხარისიხანი განათლება, რომელსაც საქართველოში სტუდენტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს. BTU–ს საბაკალავრო პროგრამები დღეს ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარულია აბიტურიენტებს შორის. უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სამივე საბაკალავრო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტს ბიზნესის ადმინისტრირებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ერთმანეთთან კავშირში შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა გახდა საფუძველი იმისა, რომ უნივერსიტეტი მაღალი რანგის მენეჯერებსა და მმართველებს ზრდის. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ სამი წლის წინ შექმნილი უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკვე შექმნეს სტარტაპები და საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ეწევიან.უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების დახვეწასა და განვითარებაზე. თუმცა პარალელურად BTU სტუდენტებს მუდმივად სთავაზოს გადამზადების პროგრამებს, რომელიც სტუდენტების ცოდნას კიდევ უფრო ღრმასა და მრავალმხრივს ხდის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამი საბაკალავრო პროგრამაა. თითოეულ მათგანზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია. წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც სახელმწიფო გრანტით, ისე საუნივერსიტეტო დაფინანსებითა და გრანტებით.
ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 01, მისაღები ადგილების რაოდენობა არის 450. პროგრამაზე მოსახვედრად ქართული ენა და ლიტერატურის და უცხო ენი ჩაბარებასთან ერთად საჭიროა ისტორიის ან მათემატიკის ჩაბარება. ისტორიით პროგრამაზე 120 სტუდენტის ადგილია გათვლილი, ხოლო მათემატიკით – 330. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია, გამოგიმუშაოთ კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში; გადმოგცეთ უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ და განახორციელოთ ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კოდი არის 195 01 02. პროგრამაზე, სადაც მისაღები სტუდენტების რაოდენობაა 100, საჭიროა აბიტურიენტმა ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს დამატებითი სპეციალობის პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლოს არა ერთ, არამედ ორ სპეციალობას ერთდროულად. შედეგად უნივერსიტეტი სტუდენტს აძლევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზს, რომელიც წარმატებით დასაქმებას უწყობს ხელს. კურსდამთავრებულს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში.
საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა195 01 03, შემდეგი საგნების ჩაბარებაა საჭირო: ქართული ენა და ლიტერატურა,უცხო ენა და მათემატიკა. საერთო ჯამში 450 ადგილია. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზნესში გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.თითოეულ პროგრამაზე სწავლის პარალელურად სტუდენტებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების დიდი შესაძლებლობა აქვთ. სტუდენტების დასაქმებაში მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს პროექტი „დაასაქმე სმარტსტუდენტი“. პროექტის ფარგლებში, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით. ორგანიზაციების მარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.საერთაშორისო დონის განათლების ადგილობრივად მიღების შესაძლებლობის პარალელურად უნივერსიტეტი სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძებლობასა და საერთაშორისო სერტიფიცირებასაც სთავაზობს. თითოეული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის ბოლო წელი საზღვარგარეთ გაატაროს და BTU-ს დიპლომთან ერთად მიიღოს ჩიჩესტერის უნივერსიტეტის, სტეფორდშირის უნივერსიტეტის ანბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი. ასევე, BTU-შისტუდენტებსეძლევათშესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი კი ასეთია: Agile, Scrum, Lean საერთაშორისო სერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში, HP Life სტანდარტი მეწარმეობაში, ACCA სტანდარტი ფინანსებში, ABPM სტანდარტი ოპერაციების მართვაში, IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში.
უნივერსიტეტის გამორჩეულ პროექტებს შორისაა „ცოდნის ბანკი“. ეს არის ციფრული სივრცე, რომელიც სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას წარმოადგენს და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.
სტუდენტებზე ზრუნვის პარალელურად უნივერსიტეტი ზრუნავს აბიტურიენტეზეც და მათთვისაც მთელი წლის განმავლობაში არაერთი პროექტი აქვს დაგეგმილი. მათი განხორციელება თებერვალში იწყება და მონაწილეობა ქვეყნის ნებისმიერ აბიტურიენტს უფასოდ შეუძლია. კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:
• მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
• გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
• გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
• პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
• გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
• ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
• ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.
აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები