საქართველოში რეგულაციების დარღვევის 479 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოში რეგულაციების დარღვევის 479 ფაქტი გამოვლინდა

9-06-2021, 12:38

0 - ჯერ

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 479 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 60 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 343 ფიზიკური პირი. პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის კი 76 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 20 ლარით, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა კი 40 ლარით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით დაჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

[xfgiven_youtube1]

ვიდეო სიახლიდან

[/xfgiven_youtube1]

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები