გურჯაანის რომელ სკოლებს ჰყავს ოქროს და ვერცხლის მედალოსნები?

გურჯაანის რომელ სკოლებს ჰყავს ოქროს და ვერცხლის მედალოსნები?

10-06-2021, 09:48

0 - ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლაში 61 ოქროს, ხოლო 6 ვერცხლის მედლის კანდიდადი ჰყავთ. რესურსცენტრის ხელმძღვანელის განამარტებით, ოქროს მედალს ის მოსწავლეები იღებენ, რომელთაც მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ყველა საგანში აქვთ 10 ქულა. ვერცხლის მედლები კი იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომელთაც 9,9 ან 9,8 ქულა აქვთ.ოქროს მედლის ყველაზე მეტი 10 კანდიდატი ველისციხის საჯარო სკოლას ჰყავს,მას მოსდევს მეოთხე საჯარო სკოლა 7 მედლით, კაჭრეთის სკოლა 6 მედლით, ხოლო ბაკურციხის საჯარო სკოლას 5 ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს. არცერთი მედალოსანი არ არის ჭანდრის, ვეჯინის, კოლაგის, ზემო კაჭრეთის, არაშენდის, მუკუზანის, შაშიანისა და ჭერმის საჯარო სკოლებში.
[xfgiven_youtube1]

ვიდეო სიახლიდან

[/xfgiven_youtube1]

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები