მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

10-06-2021, 12:20

0 - ჯერ

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამაღლება თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმინდის მოფენამდე“. აღდგომიდან მე-40 დღეს კი ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა იქ შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, მათ თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ, რომელთაც უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს. ამაღლების დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ვეჯინში, სადაც X–XI საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.
[xfgiven_youtube1]

ვიდეო სიახლიდან

[/xfgiven_youtube1]

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები