გურჯაანისა და თელავის იუსტიციის სახლებში საქორწინო სივრცეები მოეწყო

გურჯაანისა და თელავის იუსტიციის სახლებში საქორწინო სივრცეები მოეწყო

10-06-2021, 13:03

0 - ჯერ

გურჯაანისა და თელავის იუსტიციის სახლებში საქორწინო სივრცეები მოეწყო. ამ ორ მუნიციპალიტეტში საზეიმო სივრცე არ იყო და ქორწინების მსურველ წყვილებს შეეძლოთ, მიემართათ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ფილიალებისთვის, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე ტარდებოდა. ქვეყანაში ქორწინების რეგისტრაცია კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით უკვე განახლდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.
[xfgiven_youtube1]

ვიდეო სიახლიდან

[/xfgiven_youtube1]

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები