როდის გაიხსნება საზაფხულო ჯგუფები ქალაქ გურჯაანის საბავშვო ბაღებში

როდის გაიხსნება საზაფხულო ჯგუფები ქალაქ გურჯაანის საბავშვო ბაღებში

12-06-2021, 15:55

183 - ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საზაფხულო ჯგუფები იმუშავებს. ქალაქის მეოთხე ბაგა-ბაღში 4 ასაკობრივი ჯგუფი პირველი ივლისიდან ერთი თვით გაიხსნება. საზაფხულო ჯგუფებში იმ მშობლების შვილები ივლიან, რომელთა დედ-მამაც დასაქმებულები არიან და გაერთიანებაში ამის დამადასტურებელ ცნობას წარადგენენ, თუმცა ლელა თევდორაშვილის განმარტებით, გაითვალისწინებენ თვითდასაქმებული მშობლების ინტერესებსაც. ჯგუფებში 30 აღსაზრდელზე მეტი არ დაიშვება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები