"ბავშვთა ასაკში კორონავირუსის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა"-ჯანდაცვის სამინისტრო

15-07-2021, 08:06

221 - ჯერ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „დელტას“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა მოხდეს, რაზეც გასულ კვირას საკოორდინაციო საბჭომ უკვე იმსჯელა.
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში შესაბამის დადგენილებებში იქნება ასახული. მაგალითად, საზაფხულო ბანაკებზე იყო ძირითადი აქცენტი, რადგან ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა და ბოლო ორი დღეა ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს, რაც კორონავირუსით ინფიცირების სხვა ტალღების შემთხვევაში საჭირო არ ყოფილა“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები