მავნებელმა გურჯაანში 2 000 ჰექტარზე დათესილისიმინდი გაანადგურა

მავნებელმა გურჯაანში 2 000 ჰექტარზე დათესილისიმინდი გაანადგურა

21-07-2021, 07:38

214 - ჯერ

კახეთში სიმინდის ყანებს მავნებელი ანადგურებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, საშიში მავნებელი, ხვატარი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2 000 ჰექტარზე დათესილ სიმინდსაც შეესია, რის გამოც მოსავლის დაახლოებით 5-10%-ი გაანადგურა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფერმერებს დახმარება გაუწია და საკუთარი ტექნიკითა და სახსრებით სიმინდის ნარგავები ქიმიური საშუალებებით დაამუშავა. მავნებელი ხვატარი ძალიან საშიში მწერია,თუ ყანების დამუშავება დროულად არ მოხდება, შესაძლოა, მოსავალი სრულად გაანადგუროს. ვანო ბასილაშვილი მოსახლეობას ურჩევს, ყანები სპეციალური ქიმიკატებით დაამუშაონ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები