დასრულდება თუ არა კარდენახსა და კალაურში სკოლების რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე

დასრულდება თუ არა კარდენახსა და კალაურში სკოლების რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე

21-07-2021, 07:42

492 - ჯერ

სოფელ კარდენახისა და კალაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სწავლას განახლებულ შენობებში დაიწყებენ. ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და მოწყობა. სკოლებში იფუნქციონირებს კომპიუტერული, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები. შენობები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება ლიფტებიც. სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 7 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. რაც შეეხება სხვა საჯარო სკოლებს, საგანმანათლებლო რესურსენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სამინისტროში ჭანდრის საჯარო სკოლის რეაბილიატაციაზე მოთხოვნა გაგზავნილი აქვს და შესაძლოა, მისი დაფინანსება წლის ბოლომდე მოხდეს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები