სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს კიდევ ერთ დახმარებას სთავაზობს

სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს კიდევ ერთ დახმარებას სთავაზობს

14-09-2021, 05:43

1111 - ჯერ

სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს კიდევ ერთ დახმარებას სთავაზობს. 26 აგვისტოს და 2 სექტემბერს სეტყვის შედეგად დაზარალებული მევენახეები, როლებმაც მოსავალი უკვე ჩააბარეს, სახელწმიფოსგან დამატებით კომპენსაციას მიიღებენ. თუ მევენახემ 1 ჰექტარზე 3000 ლარზე ნაკლები შემოსავალი მიიღო, სახელწმიფო მას დანაკლის თანხას აუნაზღაურებს.მაგალითად, თუ ფერმერმა 1 ჰექტარ მოსავალზე 1000 ლარის ოდენობის ყურძენი ჩააბარა, სახელმწიფო მას დამატებით 2000 ლარს აუნაზღაურებს.კომპენსაციის მისაღებად მევენახეებმა განცხადებით სოფლის ადმინისტრაციას ან სოფლის განვითრების სააგენტოს ექსტენციის ცენტრს 20 სექტემბრამდე უნდა მიმართონ. შეგახსენებთ, რომ კახეთში სეტყვის შედეგად 4,600 ჰექტარი დაზიანდა. დღევანდელი მონაცემებით, ჯერეჯრობით 250 მევენახეა დარეგისტრირებული.თანხის გაცემა ეტაპობრივად დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები