კახეთში რთველი გრძელდება - რა ეტაპზეა ყურძნის დაბინავების პროცესი რეგიონში

კახეთში რთველი გრძელდება - რა ეტაპზეა ყურძნის დაბინავების პროცესი რეგიონში

15-09-2021, 01:08

206 - ჯერ

14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპროგნოზო მაჩვენებლის მესამედია. ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახებსა და ღვინის მწარმოებლებზე. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები