გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 55 ადამიანს დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 55 ადამიანს დაუდასტურდა

17-09-2021, 10:09

442 - ჯერ



გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 55 ადამიანს დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა კარდენახსა და ველისციხეშია. რაც შეეხება რეგიონს, კახეთში კორონავირუსი დღეს 263 ადამიანს დაუდასტურდა, საქართველოში კი 2 039 შემთხვევა გამოვლინდა. ალერგია და მწვავე რესპირატორული ინფექციები-ეს ის დაავადებებია,რომელიც შემოდგომა-ზამთრის სეზონზე იჩენს თავს. ,,კახეთ-იონის,, თერაპევტის, ეკა ლიპარტაშვილის ინფორმაციით, ბოლო 2 წელია, მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემია დაიწყო, გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. თუმცა იგი მოსახლეoბას ურჩევს, დაიცვან ჰიგიენური ნორმები, სიმპტომების შემთხვევაში კი თვითმკურნალობას არ მიმართონ და მედიკოსების რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები