ვინ არიან კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, მელაანისა და ჩალაუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

ვინ არიან კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, მელაანისა და ჩალაუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

24-09-2021, 09:41

635 - ჯერ



კაჭრეთს, ზემო კაჭრეთს, მელაანსა და ჩალაუბანს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“ გივი რამაზაშვილი, „ევროპული საქართველოდან“ ვალერი ირემაშვილი, პარტია გახარია ,,საქართველოსთვის,, კი ნიკა სოლოღაშვილი იყრის კენჭს. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი რამაზაშვილი ამბობს, რომ 4-ივე სოფლის პრობლემებს გაეცნო. მისი განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში კაჭრეთის ზონის სოფლებში დაწყებული სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდება. ამომრჩეველს კარდაკარ აქტიურად ხვდება ,,პარტია საქართველოსთვის,, მაჟორიტარობის კანდიდატი. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ყველა მნიშვნელოვან პრობლემას ეტაპობრივად მოაგვარებს. ევროპული საქართველოს მაჟოროტარობის კანდიდატი კი მომდევნო ოთხი წელი ამომრჩეველს სოფლების კეთილმოწყობას და სოციალური პრობლემების მოგვარებას პირდება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები