კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში  თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა

28-09-2021, 09:56

15478 - ჯერ

კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი ორმა მათგანმა ჩამოაყალიბა. ისინი სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები