14 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13-10-2021, 08:09

99 - ჯერ

ხვალ, 14 ოქტომბერს,მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. ლეგენდის თანახმად, საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს. მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, „სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი“, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აღნიშნულ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები