რას ფიქრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე ჯანდაცვის მინისტრი

რას ფიქრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე ჯანდაცვის მინისტრი

26-10-2021, 09:44

395 - ჯერ



სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესი, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“ - განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები