დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, კახეთის რეგიონში საპილოტედ გურჯაანისმუნიციპალიტეტი შეარჩია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, კახეთის რეგიონში საპილოტედ გურჯაანისმუნიციპალიტეტი შეარჩია.

17-11-2021, 07:41

185 - ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დღეიდან აქტიურად დაიწყო. მოსახლეობას COVID- 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში შეუძლია.

ვაქცინაციის აქტიური კამპანია სოფელ ვაჩნაძიანიდან დაიწყო.

პრემიერმინისტრის მიერ პენსიონერებისთვის
დაანონსებული წამახალისებელი ფულადი ჯილდო მოტივაცია აღმოჩნდა უამრავი ადამიანისთვის, რომლებმაც აცრის პუნქტებს მიაკითხეს.

მოსახლეობის COVID-19 - ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ლილუაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბუტიაშვილი.

ვაქცინაციის მარათონის მიზანია წლის ბოლომდე გურჯაანისმუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები