წნორში 2 დღის წინ დაკარგული 58 წლის ელიზა გელაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

წნორში 2 დღის წინ დაკარგული 58 წლის ელიზა გელაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

7-05-2016, 08:34

0 - ჯერ

წნორში ორი დღის წინ დაკარგული 58 წლის ელიზა გელაშვილი სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და საქმეზე გამოძიება გრძელდება. ელიზა გელაშვილს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. მათი ინფორმაციით, ბოლოს ქალბატონი ერთ-ერთ მიკროავტობუსში დაინახეს, რა დროსაც ის კარების გახსნას ცდილობდა. მოგვიანებით მისი ფეხსაცმელი სიღნაღის გზაზე მდებარე ჩიხში იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ქალბატონი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
[xfgiven_youtube1]

ვიდეო სიახლიდან

[/xfgiven_youtube1]

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები