დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

„ახალი წელი ბევრი იქნება, მაგრამ რისკები რაც წელს გვაქვს არ განმეორდება „- ივანე ჩხაიძე

„ახალი წელი ბევრი იქნება, მაგრამ რისკები რაც წელს გვაქვს არ განმეორდება „- ივანე ჩხაიძე

31-12-2021, 08:39

210 - ჯერ



„ახალი წელი ბევრი იქნება, მაგრამ რისკები, რაც წელს გვაქვს, არ განმეორდება, ახლა გვაქვს ყველაზე მარალი რისკი ინფიცირების ზრდის“ - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს ურჩევს, ახალი წელი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ.
მისი თქმით, ღია სივრცეში შეხვედრა შესაძლებელია და ასეთ შემთხვევაში რისკები ნაკლებია, თანაც, თუ ნიღაბი გვექნება გაკეთებული.
„დახურული სივრცე და განსაკუთრებით ხალხმრავალი თავყრილობები არის ერთ-ერთი შესაბამისი ადგილი ინფექციების გავრცელების. ამიტომ კარგი იქნება თუ ამას გავითვალისწინებთ და როგორმე ეს ახალი წელი გავატაროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვიწრო წრეში“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები