სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია

5-01-2022, 06:21

242 - ჯერ



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. უწმინდესსა და უნეტარესს დღეს 89 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, მორწმუნე ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების სემდეგ უწმინდესმა სასულიერო განათლება მიიღო. 1977 წლის 23 დეკემბერს კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. სწორედ მისი აღსაყდრების შემდეგ გაიზარდა ქვეყანაში ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნების, სასულიერო პირებისა და მრევლის რაოდენობა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის საყოველთაო ნათლობის იდეა, რომლის მიზანიც ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. პატრიარქს ამ დროისთვის 42 000-მდე ნათლული ჰყავს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები