დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

12-01-2022, 07:11

202 - ჯერ



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზურაბ უტიაშვილი და ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ნაირა სეხნიაშვილი დღეს ბესიკის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც ახალი სავარჯიშო სივრცე გახსნეს, აქ მაცხოვრებლებს შეხვდნენ, დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ. როგორც მერმა აღნიშნა, ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილია სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცის მოწყობაც. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ბესიკის ქუჩაზე სავარჯიშო სივრცის გაკეთება მერისა და დეპუტატის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარი დაიხარჯა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები