დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

გურჯაანში შალიკაშვილის მუზეუმის აღდგენაზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება

გურჯაანში შალიკაშვილის მუზეუმის აღდგენაზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება

14-01-2022, 05:48

163 - ჯერ



გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართულ-მხედრული ისტორიის მუზეუმის კედელი ჩამოინგრა და იგი სასწრაფო აღდგენას საჭიროებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, დაგეგმილია შენობის პირვანდელი სახით აღდგენა. სამუშაოები ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება და 400 ათასი ლარი დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართულ-მხედრულ ისტორიის მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები