როგორია გურჯაანში ავარიით დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია გურჯაანში ავარიით დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა?

25-01-2022, 08:27

3402 - ჯერ



გუშინ ქალაქ გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი მკურნალობას გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადიან. გელა ორველაშვილის ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაში პოლიტრამვებით მოათავსეს, ორივე მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთს მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სისწრაფე გახდა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები