მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

27-01-2022, 09:58

230 - ჯერ



დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს. გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა მამა ვაჟამ აღავლინა. მან მრევლი დალოცა და წმინდანის შესახებ უქადაგა. მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა. სწორედ წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდანი ბოდბის მონსატერშია დაკრძალული. საქართველოს ეკლესია წმიდა ნინოს ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისი მისი საქართველოში შემოსვლის დღეა, 27 იანვარი კი - გარდაცვალების.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები