დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

27-01-2022, 10:50

315 - ჯერ



თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ ეტაპზე აქ მკურნალობას 37 პაციენტი გადის. მათგან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, შედარებით მძიმე პაციენტები არიან როგორც ახალგაზრდები, ასევე 50 წელს გადაცილებული პირები. იგი არ გამორიცხავს, რომ ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვის გაზრდასთან ერთად ჰოსპიტალურ სექტორში მიმართვიანობამ კიდევ უფრო მოიმატოს, ამიტომ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები