ინფიცირების ბოლო 2 დღის მონაცემები იმედისმომცემია-თამარ გაბუნია

ინფიცირების ბოლო 2 დღის მონაცემები იმედისმომცემია-თამარ გაბუნია

17-02-2022, 07:49

360 - ჯერ



მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების ბოლო 2 დღის მონაცემები, რაც დაახლოებით 15 000- ს შეადგენს, ამ კუთხით იმედისმომცემია.
„ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი“ - განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კლინიკებში დაახლოებით 6000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ასევე ოჯახის ექიმების ქსელი, მობილიზებული რჩება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები