მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო - რა სახის მომსახურება იქნება უფასო

მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო - რა სახის მომსახურება იქნება უფასო

16-03-2022, 15:09

18803 - ჯერ



2022 - 24 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს. პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უფასო შემდეგი მომსახურება იქნება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება;საკადასტრო მონაცემების ცვლილება;საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აზომვა და მონაცემების დაზუსტება;გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;დავების გადაწყვეტა (სანოტარო მედიაცია); მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება და ფაქტების კონსტატაცია.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები