პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრი

პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრი

22-03-2022, 08:40

211 - ჯერ



პანდემია დასასრულს უახლოვდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. 800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. ასევე სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული - განაცხადა მინისტრმა.
დადებით ტენდენციებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც.მისი განმარტებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა. თუმცა, მისივე თქმით, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტი რჩება.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები