დეტალურად, რომელი რეგულაციები უქმდება საქართველოში

დეტალურად, რომელი რეგულაციები უქმდება საქართველოში

22-03-2022, 09:51

295 - ჯერ



28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, 28 მარტიდან, პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
უქმდება სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე. დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
ამასთანავე, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები