საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ჩამოვიდა, რომელიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემა

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ჩამოვიდა, რომელიც   პაციენტებს უფასოდ გადაეცემა

23-03-2022, 07:26

197 - ჯერ



COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ.
პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.
COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები