რა შემთხვევაში მიიღებენ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს პაციენტები

რა შემთხვევაში მიიღებენ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს პაციენტები

19-04-2022, 10:55

361 - ჯერ



კახეთის რეგიონს კორონავირუსის სამკურნალო 200 კოლოფი "პაქსლოვიდი" გადაეცა. პრეპარატი უკვე შეიტანეს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში. საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, მედიკამენტი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე გაიცემა. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი პაციენტებს უფასოდ გადაეცემა. ის 90%-მდე იცავს დაავადებას გართულებისგან. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს. პრეპარატი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებისთის გაიცემა, ვისაც დამძიმების მაღალი რისკი აქვს. პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, ოჯახის ექიმი მიიღებს. COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები