გურჯაანის 11 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის 11 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

4-05-2022, 07:56

1858 - ჯერ



გურჯაანის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს სოფლებია: ბაკურციხე, კარდენახი, ჯიმითი, ნანიანი, არაშენდა, დარჩეთი, ქოდალო, ჭანდარი, ძირკოკი, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტირების დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც სრულიად ახალი ქსელები, რეზერვუარები, სატუმბო სადგურები და ჭაბურღილები მოეწყობა. გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით პროექტების ჯამური ღირებულება 47 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები