დაგვიკავშირდით

0353 22 33 30

12 +

ციურიხი გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ მასპინძლობს

ციურიხი გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ მასპინძლობს

13-05-2022, 17:02

70 - ჯერ



ციურიხი გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ მასპინძლობს. შვეიცარიის ქალაქში მდებარე ეთნო ღვინის მუზეუმში “Ortsmuseum Hongg”, ექვსი თვის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს. გამოფენა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის“ ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება. გამოფენა ოფიციალურად ვაზის დარგვის ცერემონიალით გაიხსნა, მის ფარგლებში, რეგულარულად გაიმართება წარდგენა-დეგუსტაციები და ღვინის პროფესიონალებთან თემატური შეხვედრები.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები