26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

25-05-2022, 15:52

237 - ჯერ



26 მაისი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მას 83 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის პრემიები. მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები