ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა

6-06-2022, 09:06

239 - ჯერ



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 31 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28 - იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 15, აჭარაში - 12, ქვემო ქართლში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, შიდა ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთშიც - 4, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 204 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები